2020 წლის მეორე კვარტალში OECD-ის არეალში მყოფი ქვეყნების ეკონომიკა საშუალოდ 9.8%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის მსგავსი ვარდნა OECD-სთვის უპრეცედენტოა. ეკონომიკის რეცესიის მთავარი მიზეზი კი კორონავირუსია, რომელმაც ეკონომიკური აქტივობა მნიშვნელოვნად შეამცირა
OECD-ის წევრი ქვეყნები, სადაც მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ეკონომიკა ყველაზე მეტად შემცირდა:
- დიდი ბრიტანეთი -20.4%
- საფრანგეთი -13.4%
- იტალია -12.4%
- კანადა -12%
- გერმანია -9.7%
ამასთან, ევროზონაში ეკონომიკა 12,4%-ით შემცირდა, ევროკავშირში კი 11,7%-ით.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია OECD ჯამში 37 ქვეყანას აერთიანებს.
ავტორი: ნოდარ სირბილაძე