2020 წლის ივლისში წინა თვესთან დაკავშირებით შინამეურნეობებზე ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთები შემცირდა. ამ პერიოდის განმავლობაში პრაქტიკულად ყველა საბანკო პროდუქტი გაიაფდა. ერთადერთი, რაზეც საპროცენტო განაკვეთმა მოიმატა, სალომბარდე სესხია. ერთ თვეში ეს პროდუქტი 0,59%-ით გაძვირდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2020 წლის ივლისში იპოთეკური სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 10,93% შეადგინა, (წინა თვეში საპროცენტო განაკვეთი 11,73% იყო).
ბოლო ერთი თვის განმავლობაში 25,5%-დან 24,5%-მდე შემცირდა ავტოსესხებზე საპროცენტო განაკვეთმა.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ივლისში სამომხმარებლო სესხებზე გაცემული სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 20,75%-ს შეადგენდა, (ივნისში - 21,5%) აქედან უზრუნველყოფილი კრედიტის განაკვეთი 13,75% იყო, არაუზრუნველყოფილის კი 22,66%.
საანგარიშო პერიოდში ერთადერთი საბანკო პროდუქტი, რომელიც გაძვირდა, არის სალომბარდე სესხი. კერძოდ, სებ-ის სტატისტიკით, 2020 წლის ივლისში შინამეურნეობებზე გაცემულ ლომბარდულ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 20,76%-ს (ივნისში - 20,23%).