უნგრეთი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრებს კეტავს

კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, უნგრეთი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრებს კეტავს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

„1 სექტემბრიდან უცხო ქვეყნების მოქალაქეებს უნგრეთის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა აღარ ექნებათ,“- განაცადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა გერგელი გულიასმა.

მისივე თქმით, ინფიცირების ახალი შემთხვევების უმეტესობა იმპორტირებულია. „უნგრეთი მწვანე ქვეყანაა, ყველა დანარჩენი ქვეყანა კი წითლდება,“- აღნიშნა გერგელი გულიასმა.

ცნობისათვის, პანდემიის დაწყების დროიდან უნგრეთში კოორნავირუსის 5 511 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 614 ადამიანი.