პატრიოტების წინააღმდეგ მიმართული გეგმის სკანდალური ანატომია (R)

ტელეკომპანია "ობიექტივი" გთავაზობთ იმ გეგმის ანატომიას, რომლის მიხედვითაც სააკაშვილ-ბოკერიას დაჯგუფებამ "პატრიოტთა ალიანსზე" ტყუილი გაავრცელა, თითქოსდა პარტიამ მიიღო დაფინანსება რუსეთის სახელმწიფოსგან.ინფორმაცია თავდაპირველად ქვეყნდება სააგენტო "დოსიეს" ვებ-გვერდზე, სადაც გარკვევით წერია, რომ საიტის რედაქცია, ინფორმაციის სანდოობასა და ნამდვილობაზე პასუხისმგებლობას თავიდან იცილებს.ასევე საჯარო და ღიაა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "დოსიეს" უკან დგას ბიზნესმენი მიხაილ ხადარკოვსკი.შეგახსენებთ, სწორედ ამ არასანდო სააგენტომ გამოაქვეყნა ტყუილი "პატრიოტთა ალიანსის" დაფინანსების შესახებ და მეტი დამაჯერებლობისთვის თან დაურთო ცხრილი, რომელსაც არ ახლავს არც რაიმე ტიტული, არც რაიმე ბლანკი და არცერთი ნიშანი იმისა, რომ ეს არის რაიმე ოფიციალური და სანდო დოკუმენტი.ამავე საიტის მფლობელის შვილი, პაველ ხადარკოვსკი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, 2014 წელს აფუძნებს ორგანიზაციას "თავისუფალი რუსეთი".ამავე ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს წევრი კი ყველასთვის კარგად ცნობილი დევიდ კრამერია.შეგახსენებთ, რომ ეს ის დევიდ კრამერია, რომელიც გასულ წელს, გიგა ბოკერიას თანამოაზრეების მიერ ორგანიზებულ ღონისძებაზე, თავს დაესხა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ირმა ინაშვილს და გამოავლინა აგრესია დეპუტატის მიმართ. მანამდე, ამავე კონფერენციაზე, ღონისძებაში მონაწილე პირები ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას დემოკრატიის სახელით ავრცელებდნენ ირმა ინაშვილის და ოპოზიციური პარტიის "პატრიოტთა ალიანსის" შესახებ.კიდევ უფრო საინტერესოდ გამოიყურება ორგანიზაცია "თავისუფალი რუსეთის" დირექტორთა საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან აქტივისტი ვლადიმირ კარა-მურზა უმცროსი, მაკკეინის ინსტიტუტის ყოფილი კოორდინატორი ნატალია არნო და სხვა საინტერესო ბიოგრაფიის მქონე პირები, მათ შორის ყურადღებას იქცევს "ტყუილების გამავრცელებელი საზოგადოების", ანუ ორგანიზაცია "ღია რუსეთის" განყოფილების უფროსი ნიკოლაი ლივშიცის ფიგურა, რომელიც წარსულში ნასამართლევია პედოფილიისა და სადიზმის გამო.დევიდ კრამერის, პაველ ხადარკოვსკის, ვლადიმირ კარა-მურზა უმცროსის და მათი თანამოაზრეების ორგანიზაციამ საქართველოში 2019 წელს, ფილიალი დააფუძნა და ამ ფილიალის ხელმძღვანელად პაველ ხადარკოვსკის მეგობარი ვინმე ეგორ კუროპტევი დანიშნა.ეს ის ეგორ კუროპტევია, რომელიც მისივე ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ტყუილის დასადასტურებლად, როგორც ნეიტრალური ექსპერტი, სააკაშვილ-ბოკერიასთან ასოცირებულმა მედიასაშუალებებმა ჩაწერეს და საზოგადოებას ყალბ ინფორმაციაზე დაფუძნებული ტყული მიასაღეს, როგორც ფაქტი.

ეგორ კუროპტევის მტკიცე კავშირებს სააკაშილ-ბოკერიას დაჯგუფებასთან ადასტურებს ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნებული არაერთი ფოტო და ვიდეო მასალა. ვითომ ნეიტრალური ექსპერტი კუროპტევი და მისი ორგანიზაცია თანამონაწილეა იმ პროვოკაციული აქციებისა, რომელიც კონფლიქტურ რეგიონებთან გამყოფ ხაზზე დროდადრო ეწყობა და მიზნად ისახავს ვითარების დაძაბვას.შევაჯამოთ, როგორ შეთხზეს "პატრიოტთა ალიანსის" ვითომდა რუსული დაფინანსების შესახებ ამბავი სააკაშვილ-ბოკერიას დაჯგუფების წევრებმა.

1. სააკაშვილ ბოკერიას დავალებით კუროპტევი, ხადარკოვსკის სააგენტო "დოსიეს" თავად აწვდის ცრუ ინფორმაციას;2. კუროპტევი თავისსავე ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით, როგორც ნეიტრალური ექსპერტი, აკეთებს კომენტარს მედიასთან;3. ამ ტყუილზე დაყრდნობით, სააკაშვილის და ბოკერიას ტელევიზიები ამზადებენ დეზინფორმაციულ სიუჟეტებს;4. ამავე პოლიტიკური პარტიის დეპუტატი ელენე ხოშტარია კი, ტყუილზე დაყრდნობით წერს საჩივარს და შეაქვს პროკურატურაში.

(R)