კომპანია China Shipbuilding Group იმ 24 ჩინურ კომპანიისა და ფიზიკური პირის ჩამონათვალში შედის, რომლებიც აშშ-ის სანქციების ახალ სიაში მოხვდნენ. ამის შესახებ გამოცემა Splash იუწყება. აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებით, შტატებმა სანქციები იმ 24 კომპანიას დაუწესა, რომლებიც მონაწილეობას სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში ხელოვნური კუნძულის შექმნაში იღებდნენ.
ცნობისთვის, პეკინი ახალ ხელოვნურ კუნძულებს იმ მიზნით აშენებს, რომ იქ სამხედრო აეროდრომები, გემსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები ააშენოს. ამის მიზანია შელფის რაიონი, სადაც მსხვილი ნავთობსაბადოებია აღმოჩენილი კონტროლქვეშ აიყვანოს. სანქციები ითვალისწინებს აღნიშნული კომპანიებისთვის აშშ-ში წარმოებული პროდუქციის, მაკომპლექტებლების და ტექნოლოგიის მიწოდების აკრძალვას. China Shipbuilding Group გასულ წელს ხელმწიფო გემთმშენებლი კომპანიების CSIC და CSSC-ის შერწყმის შედეგად შეიქმნა.