2020 წლის პირველ ნახევარში, ავტომწარმოებლებმა კორონავირუსის პანდემიის გამო, 250 მილიარდი დოლარი დაკარგეს. აღნიშნულის შესახებ Dow Jones აქვეყნებს. პანდემიის გამო ავტომწარმოებლები ერთ-ერთი უმძიმესი კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ. თუმცა ზოგიერთი მწარმოებელი წლის მეორე ნახევარში სიტუაციის გამოსწორებას ელოდება.
Toyota Motor Corp. და Volkswagen AG – მსოფლიოს ორი უმსხვილესი ავტომწარმოებელი გაყიდვების მიხედვით ყველაზე მეტად დაზარალდნენ. ჯამში მათ 69,61 მილიარდი დოლარის შემოსავალი დაკარგეს.
Volkswagen-ის შემოსავლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 34,17 მილიარდი დოლარით შემცირდა. იაპონელების დანაკარგმა კი 35,45 მილიარდი დოლარი შეადგინა. ფრანგულმა Renault SA-მ საანაგრიშო პერიოდში, 11,35 მილიარდი დოლარით იზარალა.
გარდა ამ კომპანიებისა მნიშვნელოვნად იზარალეს Ford Motor, General Motors და Fiat Chrysler Automobiles NV-მ. მათმა დანაკარგმა ჯამურად 69,29 მილიარდი დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება Tesla-ს, მეორე კვარტალში გაყიდვებმა მცირედით იკლო, თუმცა პირველ კვარტალში შემოსავლები გაიზარდა, რამაც წლიურ მაჩვენებელზე კომპენსირება მოახდინა. შედეგად კომპანიას შემოსავლები 1 მილიარდი დოლარით გაეზარდა.