უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანია Coca-Cola რეორგანიზაციას იწყებს. პირველ ეტაპზე სამუშაო ადგილს 4 000 ადამიანი დაკარგავს. პირველ რიგში შემცირებები აშშ-შ, კანადასა და პუერტო-რიკოში დაიწყება.
კომპანიის ბიზნესი რეორგანზიაციის შედეგად ოთხი გეოგრაფიული სეგმენტის მიხიდვით 17 ნაცვლად 9 ნაწილად გაიყოფა. შედეგად კი კომპანია ოპერაციების ოპტიმიზებას მოახერხებს, ფუნქციების დუბლირებას თავიდან აიცილებს და ახალი პროდუქტების მასშტაბირებას, უფრო მალე შეძლებს.
Coca-Cola ასევე გეგმავს წარმოებული პროდუქციის ოპტიმიზებასაც და ფოკუსირებას ხუთ ძირითად კატეგორიაზე მოახდენს, რომელსაც უფრო მეტი პოტენციალი აქვს. ესენია თავად Coca-Cola, გაზირებული სასმელები სხვადასხვა გემოთი, წყალი, სპორტული სასმელები, ყავა და ჩაი, ასევე წვენები და რძე. პირველ ეტაპზე რესტრუქტურიზაცია შეეხება 4000 სამუშაო ადგილს, მოგვიანებით კი ის სხვა ქვეყნებშიც გავრცელდება. შტატებში შემცირების შედეგად კომპანია 350-დან 550 მილიონ დოლარამდე დაზოგავს.