ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, "მსოფლიო ბანკი" საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტს 40 მილიონი დოლარით დააფინანსებს.
როგორც მინისტრმა საკითხზე საუბრისას აღნიშნა, პროექტის შედეგად ინტერნეტზე წვდომას ნახევარ მილიონამდე მოსახლე მიიღებს.
„მსოფლიო ბანკმა” მიიღო გადაწყვეტილება და 40 მილიონ დოლარამდე თანხით დააფინანსებს ძალიან მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს. ესაა საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი, იგივე Log-in Georgia, რაც ნიშნავს, რომ 1 000-მდე დასახლებულ პუნქტში მაღალი ხარისხის ფართოზოლოვანი ინტერნეტი გვექნება და დაახლოებით ნახევარი მილიონი მოსახლე მიიღებს ძალიან მაღალი ხარისხის ინტერნეტს“, - განაცხადა თურნავამ.