ბილ გეითსმა უორენ ბაფეტს დაბადების დღეზე მისი გამოსახულებით ტორტი გამოუცხო

კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა ინვესტორ უორენ ბაფეტს 90 წლის იუბილე მიულოცა და შოკოლადის ტორტი გამოუცხო მისივე პორტრეტით. აღნიშნულის ამსახველი ვიდეო მან „ტვიტერზე“ გაავრცელა.

გეითსმა დაწერა, რომ აღფრთოვანებულია ბაფეტით და მისგან ბევრი რამ ისწავლა. მისი თქმით, ინვესტორმა რამდენიმე წლის წინ უთხრა სტუდენტებს, რომ მთავარია არა მხოლოდ კარგი მეგობრების შენარჩუნება მთელი ცხოვრება, არამედ ისეთი ადამიანები უნდა შემოიკრიბო ირგვლივ, რომლითაც აღფრთოვანდებიან და მათი გავლენით პიროვნებებად ჩამოყალიბდებიან. გეითსის თქმით, მას არა მხოლოდ უყვარს ბაფეტი, არამედ მისით აღფრთოვანებულიცააა.

მანვე დასძინა, რომ ბაფეტს 10 649 დღეა იცნობს, ხოლო ის გავლენა, რომელსაც ინვესტორი ახდენს მსოფლიოზე, აღურიცხავია. მისივე შეფასებით, ბაფეტს 30 წლის ადამიანივით გამჭრიახი გონება აქვს, 10 წლის ბავშვივით გულუბრყვილო სიცილი და 6 წლის ბავშვის რაციონი.

კოკა კვირკველია