კომპანიებმა - Apple და Tesla ერთი თვით ადრე დაგეგმილი აქციების გაყოფის პროცედურა ე.წ. სპლიტი განახორციელეს. Apple-ის „სპლიტმა“ 4:1 თანაფარდობით ჩაიარა - ეს კი ნიშნავს, რომ აქციონერები კუთვნილ 1 აქციაზე დამატებით 3 აქციას მიიღებენ.
Appl-მა უკვე ოთხჯერ ჩაატარა სპლიტი - 1987 წლის 16 ივნისს, 2000 წლის 21 ივნისს, 2005 წლის 28 თებერვალს და 2014 წლის 9 ივნისს. ბოლო ჯერზე სპლიტი 7:1-ზე თანაფარდობით მოხდა.
რაც შეეხება Tesla-ს, მის შემთხვევაში აქციების გაჩეხვა მოხდა ერთი-ხუთზე კოეფიციენტით, შედეგად კი კომპანიის თითოეული აქციონერი თითო აქციაში მიიღებს დამატებით 4 აქციას.
აქციების „სპლიტი“ ხდება მაშინ, როცა მათი ღირებულების დაწევა სურთ, რათა უფრო მეტმა ინვესტორმა შეძლოს მისი შეძენა. დაბალი ფასი კი იმ ინვესტორების ახალი ნაკადის შემოდინებას უწყობს ხელს, რომლებიც ამას არ აკეთებდნენ ფიქსირებული მაღალი ფასის გამო.
„სპლიტის“ დროს როგორც წესი, ხდება არსებული ფასის მკვეთრი ვარდნა, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ისინი მაინც ძვირდებიან, თუ კომპანია კვლავ ახერხებს პოზიტიური დინამიკის დემონსტრირებას. მიუხედავად აქციებზე ფასის ვარდნისა, კომპანიების კაპიტალიზაცია უცვლელი რჩება.