„გაზპრომის“ სუფთა მოგება 25-ჯერ შემცირდა

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში რუსული ენერგოკომპანია „გაზპრომის“ სუფთა მოგებამ 32,9 მილიარდი რუბლი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25-ჯერ ნაკლებია. გასული წლის პირველ 6 თვეში კომპანიას 836,49 მილიარდი რუბლის სუფთა მოგება ჰქონდა.

რაც შეეხება შემოსავლებს, კომპანიამ საანგარიშო პერიოდში 1,4-ჯერ ნაკლები შემოსავალი მიიღო, ვიდრე გასულ წელს. შემოსავლებმა წელს 1,9 ტრილიონი რუბლი შეადგინა.

კომპანიის მოგებამ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 149,17 მილიარდი რუბლი შეადგინა, ხოლო შემოსავლები მეორე კვარტალში შემცირებულია 34%-ით 1,163 ტრილიონ რუბლამდე.

კოკა კვირკველია