1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0714 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0714 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0696 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0018 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6614 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6243 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0371 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.