„ჯორჯიან მანგანეზის“ ქვეკონტრაქტორი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ მემანქანესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან მანგანეზის“ ქვეკონტრაქტორი კომპანია „შუქრუთი +“, ჭიათურაში, ვაკე-ტყე ოთხის მაღაროზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი, 46 წლის მემანქანის, კობა ჩაფიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ჯორჯიან მანგანეზი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, ქვეკონტრაქტორი ფირმის ობიექტზე მომხდარის გამო და დაღუპულის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

„ჭიათურაში, ვაკე-ტყე ოთხის მაღაროზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, მიწისქვეშა დამხმარე მტვირთავის მემანქანე 46 წლის კობა ჩაფიძე გარდაიცვალა. შემთხვევა 24 აგვისტოს „ჯორჯიან მანგანეზის“ ქვეკონტრაქტორი ფირმის „შუქრუთი +“-ის ობიექტზე მოხდა. დაშავებული საჩხერის საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ორი ოპერაცია ჩაუტარდა. თუმცა, მედიკოსების განმარტებით, ინციდენტის დროს მიღებული დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და პაციენტი 26 აგვისტოს საავადმყოფოში გარდაიცვალა. მომხდარზე ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს, რომელიც პაციენტისთვის მიყენებულ ზიანზე ექსპერტიზას ჩაატარებს. აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში. კომპანია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, ქვეკონტრაქტორი ფირმის ობიექტზე მომხდარის გამო და დაღუპულის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს. შემთხვევის შედეგად, მიწისქვეშა დამხმარე მტვირთავის მემანქანე 46 წლის კობა ჩაფიძე გარდაიცვალა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.