თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, სამხედრო ჰოსპიტალის მიმართ მოქალაქეებს, რომლებსაც ხანდაზმული დავალიანება (სამი და მეტი წელი) გააჩნიათ 1 მლნ 600 ათასი ლარი ჩამოეწერებათ.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ასეთი მოქალაქეების რაოდენობა 1000-მდეა.
„მოგახსენებთ, რომ სამხედრო ჰოსპიტალი უფასო სამედიცინო მომსახურებას უწევს სამხედრო მოსამსახურეებს, ხოლო მოქალაქეებს ჰოსპიტალი დაფუძნების დღიდან ფასიან სამედიცინო სერვისს სთავაზობს. სამხედრო ჰოსპიტალი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და გააჩნია მომსახურების მაღალი ხარისხი, შესაბამისად, მოქალაქეები ჰოსპიტალს სამედიცინო მომსახურებისთვის ხშირად მიმართავენ. ცხადია, აღნიშნული მომსახურება გარკვეულ ფინანსურ უზრუნველყოფას მოითხოვს და ჰოსპიტალი შემოსავლებს პაციენტებისაგან იღებს. ჰოსპიტალის მიმართ ჯერ კიდევ 2009 წლიდან მოქალქეების გარკვეულ რაოდენობას, რომლებსაც ჰოსპიტალის მომსახურება აქვთ მიღებული დავალიანება ჩამოეწერებათ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.