თბილისის მეტროში შეფერხებაა, ტექნიკური მიზეზის გამო მატარებლები გაჩერებულია

თბილისის მეტროში შეფერხებაა. მატარებლები სხვადასხვა სადგურზე დაახლოებით 30 წუთია გაჩერებულია.

„დაახლოებით ნახევარი საათია, რაც სადგურის მოედანზე ვართ გაჩერებული. დისპეჩერმა გასცა ბრძანება, რომ ყველა მატარებელი გაჩერებულიყო. არ ვიცით მიზეზი, რის გამო გავჩერდით“, - განუცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა „ინტერპრესნიუსს“.

თავის მხრივ, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ აცხადებენ, რომ მეტროს შეფერხების მიზეზი ტექნიკური ხარვეზია და შესაბამისი ჯგუფები პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობენ.