მეტროსადგურ „სადგურის მოედანი 2“-ზე მოძრაობა აღდგა

მეტროსადგურ „სადგურის მოედანი 2“-ზე მოძრაობა აღდგა. როგორც „ინტერპრესნიუსს" თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურში განუცხადეს, მოძრაობის შეწყვეტა ტექნიკურმა პრობლემამ გამოიწვია.

თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზზე შეფერხება დაახლოებით 09:20 წუთზე დაფიქსირდა.

ამ დროისთვის საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგენილია.