ავსტრალიაში ახალი ამბების Facebook გვერდებზე გავრცელება შესაძლოა, ფასიანი გახდეს - ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ამ საკითხთან დაკავშირებით ავსტრალიაში კანონის მიღებას უახლოეს მომავალში აპირებენ.
ავსტრალიის ხელისუფლების განცხადებით, ბოლო წლებია სოციალურ მედიაში ყოველდღიურად ათასობით ყალბი ინფორმაცია ვრცელდება, ახალი რეგულაციები კი მათ რიცხვს საგრძნობლად შეამცირებს. კანონის მიღების შემთხვევაში, კომპანია Facebook-ს ავსტრალიის ტერიტორიაზე ახალი ამბების გავრცელების შემთხვევაში თანხის გადახდა მოუწევს. მსგავსი გადაწყვეტილების მიღება დაგეგმილია Google-თან დაკავშირებითაც.
ავსტრალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში Facebook-ის წარმომადგენელი უილ ელსონი. მისი თქმით, კანონი ახალი ამბების სააგენტოებს დააზარალებს, რადგან სტატიების სოციალურ ქსელში განთავსების შემთხვევაში, ისინი იძულებულები გახდებიან თანხა გადაიხადონ.