Nestle ალერგიის სამკურნალო პრეპარატის მწარმოებელი კომპანიის შეძენას გეგმავს

Nestle გეგმავს 2 მილიარდი დოლარის გადახდას არაქისზე ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატის მწარმოებელი კომპანიის Aimmune Therapeutics-ის სრული წილის შესაძენად.

კომპანია Nestle-მ, რომელიც უფრო ცნობილია შოკოლად KitKat-ისა და ხსნადი ყავების წარმოებით, 2011 წელს შექმნა ბიზნეს მიმართულება Nestle Health Science (NHS)- რომელიც კვებასა და ფარმაცევტიკას აერთიანებს.

„Aimmune-ს აქვს 261 მლნ დოლარი ნაღდი ფული და 134 მლნ ვალი, ფასიანი ქაღალდების სახით. ჩვენი აქამდე განხორციელებული 473-მილიონიანი ინვესტიციის გათვალისწინებით, ჩვენ 2 მლრდ დოლარზე ოდნავ ნაკლებს გადავიხდით ამ კომპანიაში“, - განაცხადა Nestle Health Science-ის ხელმძღვანელმა გრეგ ბეარმა „როიტერთან“ ინტერვიუში.

„Nestle-ს შეფასებით, მთელს მსოფლიოში 240 მილიონი ადამიანი იტანჯება საკვებით გამოწვეული ალერგიით, ხოლო არაქისზე ალერგია მათ შორის, ყველაზე გავრცელებულია. Aimmune-თან ერთად კი NHS-ს ექნება წვდომა ამ ალერგიის პროფილაქტიკაზე, დიაგნოსტიკაზე და სამედიცინო მკურნალობაზე. არაქისზე ალერგიის საწინააღმდეგო წამალს Palforzia, რომელსაც Aimmune აწარმოებს და რომელიც ცოტა ხნის წინ ნებადართული გახდა შტატებში ბავშვების სამკურნალოდ, გააჩნია 1 მლრდ დოლარის გაყიდვების პოტენციალი. ეს შეთანხმება მოგვცემს კომპანიის ორგანულ ზრდას 2021 წლისთვის, ხოლო ფულად მოგებას 2022-23 წლებისთვის მოიტანს“, - განაცხადა ბეარმა.

ამ დროისთვის Nestle-ს საბაზრო კაპიტალიზაცია შეადგენს დაახლოებით 350 მილიარდ დოლარს.

კოკა კვირკველია