2020 წლის ივლისში, ვადაგადაცილებული სესხები 39.7 მლნ ლარით გაიზარდა და 539 მლნ ლარს გაუტოლდა. ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.5 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 35.1 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.
ამასთან, სებ-ის ცნობით, საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 56.8 პროცენტს გაუტოლდა.