ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სამეულშია - Bloomberg

ამერიკელი მეწარმე ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების მუდმივად განახლებად რეიტინგში მესამე ადგილზე აღმოჩნდა. მან კაპიტალიზაციით გადაასწრო Facebook-ის დამფუძნებელს მარკ ცუკერბერგს - წერს სააგენტო Bloomberg-ი.

სააგენტოს შეფასებით, ორშაბათს კომპანიების Tesla და SpaceX-ის დამფუძნებლის ქონება 111,3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, მაშინ როცა ცუკერბერგის ქონება 110,5 მილიარდი დოლარია.

მუდმივად განახლებად Bloomberg-ის მილიარდერების რეიტინგში, მეორე ადგილს ინარჩუნებს ბილ გეითსი 125 მილიარდი დოლარის კაპიტალით, ხოლო პირველზე უცვლელადაა ჯეფ ბეზოსი 200 მილიარდით.

Bloomberg ხაზს უსვამს, რომ მასკის კაპიტალის ზრდის ძირითადი ფაქტორი იყო Tesla-ს აქციების სწრაფი გაძვირება. წლის დასაწყისიდან დღემდე ამ კომპანიის აქციებზე ფასი 475%-ით არის მომატებული, შედეგად კი მასკის ქონება 76 მილიარდითაა გაზრდილი.

კოკა კვირკველია