პარიზი, ვენა, ბერლინი - Georgian Airways-ის სექტემბრის ახალი ჩარტერული რეისების სრული განრიგი

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი ამსტერდამის, ბერლინის, პარიზისა და ვენის მიმართულებით ჩარტერული რეისების განხორციელებას სექტემბერშიც გააგრძელებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, ავიაკომპანია ფრენებს შემდეგი განრიგით შეასრულებს:

  • 1 სექტემბერი, თბილისი - პარიზი - თბილისი (გაფრენა 08:15, მოფრენა 19:00);
  • 2 სექტემბერი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 10:10, მოფრენა 21:15);
  • 3 სექტემბერი, თბილისი - ვენა - თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10);
  • 4 სექტემბერი, თბილისი - ბერლინი - თბილისი (გაფრენა 09:30, მოფრენა 17:50);
  • 5 სექტემბერი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
  • 7 სექტემბერი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:35);
  • 11 სექტემბერი, თბილისი - ბერლინი - თბილისი (გაფრენა 09:30, მოფრენა 17:50);
  • 12 სექტემბერი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
  • 13 სექტემბერი, თბილისი - ვენა - თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10);
  • 14 სექტემბერი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:35);
  • 15 სექტემბერი, თბილისი - პარიზი - თბილისი (გაფრენა 08:15, მოფრენა 19:00);
  • 19 სექტემბერი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
  • 21 სექტემბერი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:35);
  • 22 სექტემბერი, თბილისი - პარიზი - თბილისი (გაფრენა 08:15, მოფრენა 19:00);
  • 26 სექტემბერი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
  • 28 სექტემბერი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:35);

ავიარეისები Boeing B737-800 და Embraer E195 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 27 აგვისტოს მიენიჭა.