საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, დღეს აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
„2020 წლის 1 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182- დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 45 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.100 პროცენტით, მაქსიმალური 8.100 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.100 პროცენტით განისაზღვრა”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.