6 სექტემბერს ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მოძრაობა იკრძალება

საქართველოს რეგინული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 6 სექტემბერს ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მოძრაობა იკრძალება. უწყების ცნობით, მიზეზი „საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის“ ეგიდით დაგეგმილი აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატია.

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზის კმ11-კმ19 მონაკვეთზე „საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის“ ეგიდით, დაგეგმილია აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის მე-2 ეტაპი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე 2020 წლის 6 სექტემბერს, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნული დროის შუალედში საავტომობილო გზა პერიოდულად გაიხსნება.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით”,-აღნიშნავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.