რა წესებს დაიცავენ საბავშვო ბაღებში - რეკომენდაციები უკვე ცნობილია

საბავშვო ბაღები საქართველოში 1-ლი ოქტომბრიდან გაიხსნება. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი და უკვე გამოქვეყნდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რისი გათვალისწინებაც მოუწევთ საბავშვო ბაღების თანამშრომლებს, აღსაზრდელებსა და მათ მშობლებს.

ბაღებისთვის შემუშავებული წესების ნაწილი კი ასე გამოიყურება:

  • არ დაუშვათ საბავშვო ბაღის შენობაში გარეშე პირების (მათ შორის მშობელთა/მეურვეთა) შესვლა.
  • ბავშვების მიღება განხორციელდეს ბაღის თანამშრომლის მიერ;
  • დაწესებულების შესასვლელთან განახორციელეთ თერმოსკრინინგი, რათა გააკონტროლოთ როგორც პერსონალის, ასევე, ბავშვებისა და მათი მშობლების/მეურვეების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ტემპერატურის გაზომვით;
  • პირი, რომელიც ატარებს თერმოსკრინინგს ვალდებულია ეკეთოს პირბადე და იცავდეს არანაკლებ 1 მეტრიან დისტანციას;
  • უზრუნველყავით სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე ბავშვებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახის გამოყოფა;
  • საიზოლაციო ოთახში მყოფ ყველა 6 წელზე მეტი ასაკის პირს უნდა ეკეთოს პირბადე, დაცული უნდა იყოს 1 მეტრიანი დისტანცია და ბავშვები არ უნდა რჩებოდნენ მეთვალყურეობის გარეშე;
  • შეადგინეთ გეგმა ჯგუფების ოთახებისა და ოთახებში ბავშვების რაოდენობის შესახებ;
  • შეიმუშავეთ საერთო სივრცეში (ეზო, დარბაზი და ა.შ.) ბავშვების გაყვანის გრაფიკი იმგვარად, რომ კონკრეტულ დროის მონაკვეთში სათამაშო მოედანზე ან სხვა საერთო სივრცეში ბავშვების მცირე ჯგუფმა ითამაშოს/დაისვენოს;
  • აკრძალეთ სახლიდან სათამაშოების მოტანა;
  • ხმარებიდან ამოიღეთ ისეთი სათამაშოები, რომელთა რეცხვა და დეზინფიცირება ვერ ხერხდება;
  • უზრუნველყავით საძინებლებში ბავშვების საწოლების ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით განლაგება იმგვარად, რომ ბავშვები წოლის დროს სახით ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ;
  • სათამაშოები უნდა გაირეცხოს ყოველდღიურად წყლით, ჯაგრისით, საპნით ან საკვები სოდის 2%- იანი ხსნარით.
თაია არდოტელი