საქართველოში ნათესი ფართობები გაიზარდა

2020 წელს საქართველოში საშემოდგომო და საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობები 208.8 ათას ჰექტარს შეადგენს, რაც 5.8 ათასი ჰექტარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წელს ნათესების ფართობი 203.0 ათას ჰექტარს შეადგენდა.

სტატისტიკის მიხედვით, საშემოდგომო კულტურების (ხორბალი, ქერი) ფართობი 58.9 ათას ჰექტარს შეადგენს, რაც 2019 წელთან შედარებით 5.1 ათასი ჰექტრით მეტია. 0.7 ათასი ჰექტარით გაიზარდა საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობები და 149.9 ათასი ჰექტარი შეადგინა.

გაზრდილია საგაზაფხულო მარცვლოვანი კულტურების (ხორბალი, ქერი, ჭვავი, შვრია, სიმინდი, პარკოსანი კულტურები), კარტოფილისა და ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურების ფართობები - 98.6 ათასი ჰექტარიდან 101.3 ათას ჰექტრამდე. ასევე 32.1 ათასი ჰექტრიდან 32.8 ათას ჰექტრამდე გაიზარდა კარტოფილი და ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურები.

ნინი ქეთელაური