Facebook-მა და Twitter-მა რუსეთის სახელმწიფო აქტორებთან დაკავშირებული ანგარიშები წაშალეს, - ამის შესახებ ინფორმაციას მედიასაშუალებები კომპანიების ოფიციალურ განცხადებებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
კომპანია Facebook-ის ინფორმაციით, დაბლოკილია „რუსეთის ინტერნეტ ძიების სააგენტოსთან“ დაკავშირებული ორი გვერდი და 13 ანგარიში, რომელსაც აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის იყენებდა.
Twitter-ის განცხადებით კი, კომპანიამ „რუს სახელმწიფო აქტორებთან“ დაკავშირებული 5 ანგარიში დაბლოკა.
კომპანიების განმარტებით, ანგარიშები „არაავთენტური კოორდინირებული ქცევისთვის დახურეს“. ისინი, სავარაუდოდ, ორიენტირებულები იყვნენ აშშ-ზე, გაერთიანებულ სამეფოზე, ალჟირსა და ეგვიპტეზე.