8 ქვეყანა, სადაც საქართველო ატამსა და ვაშლატამას ყიდის

31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოდან 23,784 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10,963 ტონით მეტია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ატმის ფასი 1.00 – 2.00 ლარამდე მერყეობს, ხოლო ვაშლატამას 1.30 – 2.00 ლარამდე.

რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც ატამსა და ვაშლატამას ვყიდით, ჩამონათვალში ლიდერობს რუსეთი 10,453 მლნ დოლარით (9596.2 ტონა); მას მოსდევს - სომხეთი 2,611 მლნ დოლარით (5 066 ტონა); მე-3 ადგილზეა - 126.7 ათასი დოლარით (520.6 ტონა) აზერბაიჯანი.

ატმისა და ვაშლატამას ექსპორტიორ ქვეყნებს შორის არის ასევე:

  • ყაზახეთი - 40.8 ათასი აშშ დოლარი (112.9 ტონა);
  • მოლდოვა - 29.1 ათასი აშშ დოლარი (70.1 ტონა);
  • უკრაინა - 25.5 ათასი აშშ დოლარი (39 ტონა);
  • სლოვენია - 14.3 ათასი აშშ დოლარი (57.3 ტონა);
  • სინგაპური - 0.1 ათასი აშშ დოლარი.
თაია არდოტელი