Samsung-მა კერცვადი სმარტფონი Galaxy Z Fold 2 წარმოადგინა (+ფოტო)

კომპანიამ Samsung Electronics-მა სამშაბათს ახალი კეცვადი სმარტფონი Galaxy Z Fold 2 წარმოადგინა. მოწყობილობის პრეზენტაცია ონლაინ გაიმართა.

Galaxy Z Fold 2 პირველად 5 აგვისტოს Galaxy Unpacked ღონისძიებაზე გვიჩვენეს, თუმცა მაშინ მის მახასიათებლებზე და გაყიდვების დაწყებაზე არაფერი თქმულა. ახლა კი Samsung გვამცნობს, რომ სიახლე აღჭურვილია 5 კამერით და ორი ეკრანით, რომელთა ზომებია 7,6 და 6,2 დიუიმი. მისი გაყიდვები მსოფლიოს 40 ქვეყანაში 18 სექტემბერს დაიწყება.

საკუთარ სამშობლოში კეცვადი სმარტფონი ხელმისაწვდომი იქნება 5G ტექნოლოგიით და 2,39 მილიონი ვონი ეღირება (2,024 დოლარი), მასზე შეკვეთების მიღება კი 11 სექტემბერს დაიწყება.

მოწყობილობის მთავარ ეკრანს აქვს 120 ჰერცი მხარდაჭერა და ორივე ეკრანზე გამოყენებულია ულტრათხელი მინა. სმარტფონის უკანა პანელზე სამი კამერაა დამონტაჟებული, სამივე მათგანი 12-მეგაპიქსელიანი სენსორებით, კიდევ ორი კამერა კი წინა მხარეს და ორივე 10-მეგაპიქსელიანია.

Galaxy Z Fold 2 აღჭურვილია 12 გბ ოპერატიული მეხსიერებით და 256 გბ საცავით, მას არ აქვს დამატებითი საცავის სლოტი. ის ორ ფერში გამოვა: „მისტიკური შავი“ და „მისტიკური ბრონზე“, თუმცა ცალკეულ რეგიონებში სხვა ფერებითაც გახდება ხელმისაწვდომი.

კოკა კვირკველია