ამერიკული კომპანია Tesla-ს ხელმძღვანელობა დაახლოებით 5 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციების გაყიდვას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წერს.
სააგენტოს ცნობით, საუბარია იმ ფასიან ქაღალდებზე, რომლებიც ხელმისაწვდომი გახდა ე.წ. სპლიტის შემდეგ, რომელიც ჩატარდა პრინციპით 5:1-ზე და რა პროცესიც დასრულდა 31 აგვისტოს. კომპანიამ რამდენიმე ბანკთან მიაღწია შეთანხმებას ბირჟებზე აქციების მეორად განთავსებაზე. ჯამში კი Tesla 5 მილიარდის ღირებულების აქციებს ბირჟაზე ეტაპობრივად განათავსებს, ამჟამინდელი ღირებულებით 480 დოლარი ცალზე და კომპანიის ამჟამინდელი კაპიტალიზაციით, რომელიც 455 მილიარდ დოლარს შეადგენს.
სპეციალისტების დაანგარიშებით, ბოლო 10 წელიწადში Tesla-მ აქციების მეორადი განთავსებით 14 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. ბოლოს მან 2 მილიარდის ღირებულების აქციები მიმდინარე წლის თებერვალში გაყიდა, მაშინ აქციების ფასი 700 დოლარი იყო, ხოლო აგვისტოს ბოლოს ფასმა 2 ათასს დოლარს მიაღწია.