თბილისის მერია სოფელ დიღომში წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოებს განაგრძობს, რომლის ფარგლებშიც, აკაკი ბელიაშვილის ქუჩიდან გიორგი ბრწყინვალეს ქუჩამდე წყალარინების ახალი ქსელი მოეწყობა.
როგორც დედაქალაქის მერიიდან იუწყებიან, აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 4 სექტემბრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით, ახმეტელის ქუჩის კვეთიდან ბელიაშვილის N69-ის (რესტორან „ოქროს კათხას“) მიმდებარე ტერიტორიამდე, საავტომობილო გზაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
თბილისის მერია მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.