„სახელმწიფოს აქვს ფიქსირებული ტარიფი, რომლის ფარგლებშიც ანაზღაურებს საქართველოს მოქალაქეების საკარანტინო სივრცეში განთავსებას"

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ტარიფი, რომელსაც სახელმწიფო საკარანტინო სივრცეებისთვის იხდის, არის კომპლექსური და მოიცავს საქართველოს მოქალაქეების სასტუმროში განთავსებას, სამჯერად კვებას და ჰიგიენური ნივთებით უზრუნველყოფას.

„სახელმწიფოს აქვს ფიქსირებული ტარიფი, რომლის ფარგლებშიც ანაზღაურებს საქართველოს მოქალაქეების საკარანტინო სივრცეში განთავსებას, სამჯერად კვებას და პირადი ჰიგიენისთვის საჭირო ნივთებით უზრუნველყოფას. ეს ტარიფები გამჭვირვალეა და გულისხმობს დღე-ღამეში 50 ლარს. გამომდინარე იქიდან, რომ განსხვავებული კლიმატური პირობები შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა ტერიტორიებზე განთავსებულ სასტუმროებში, მაგალითად გუდაურში არსებულ სასტუმროებს უკვე უწევთ გათბობის ჩართვა და სექტემბრიდან უკვე ავდივართ განსხვავებულ საოპერაციო ხარჯებზე. რა თქმა უნდა, ვცდილობთ, რომ საჭიროების შემთხვევაში და არგუმენტის შემთვევაში, გადახედილი იყოს პირობები. ტარიფი, რომელსაც სახელმწიფო იხდის - ეს არის კომპლექსური ტარიფი“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, საკარანტინო სივრცეებისთვის დახარჯული თანხის მოცულობა დროთა განმავლობაში იცვლება, რადგან საკარანტინე სივრცეებში მოქალაქეთა განთავსება მიმდინარე პროცესია და ჯერ არ დასრულებულა.