„თუ გინდა, ყველა გააბედნიერო, არ გახდე ლიდერი, ნაყიდი გაყიდე“! - ეს კომპანია „ეფლის“ დამფუძნებლის სტივ ჯობსის სიტყვებია, რომელიც წლების განმავლობაში უამრავი ადამიანის ინსპირაციად იქცა.
მართლაც, ნაყინი ტვინს ეხმარება სტიმულაციაში, აუმჯობესებს განწყობას და თუ ნამდვილი რძისგან არის დამზადებული, შეიცავს კალციუმს, რომელიც ძვლების სიმაგრეს და ორგანიზმის გამართულად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.
მწარმოებლებმა იციან, რამდენად გვაბედნიერებს ნაყინი, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის რამდენიმე გრამი ცივი დესერტი დამღლელი დღის შემდეგ, ამიტომ ცდილობენ, მაღაზიაში შესვლისას სწორედ მათ პროდუქტზე შევაჩეროთ არჩევანი. ამისათვის კი კარგ რეპუტაციასთან ერთად, აუცილებელია, პროდუქტს მიმზიდველი შეფუთვა ჰქონდეს.
ბავშვებისთვის განკუთვნილ ნაყინს ხშირად რომელიმე ცხოველის ფორმა აქვს, საჩუქარი მოსდევს ან მკაფიო ფერებშია გადაწყვეტილი, რათა პატარას ყურადღება მიიქციოს. უფროსებისთვის განკუთვნილ ნაყინზე კი შეიძლება დატანილი იყოს ხილის ან შოკოლადის მადისაღმძვრელი ფოტო, რომელიც მის შეძენას მოგანდომებს. ნაყინის ფორმით უფრო მისაღებია.
მიუხედავად ასეთი კრეატივისა, მომხმარებლები სულ უფრო მეტს ვითხოვთ. ნაყინის შეფუთვაზე გამოსახულმა ვანილმა ან მარწყვმა შეიძლება, სულაც არ მოგვანდომოს ახალი პროდუქტის დაგემოვნება და ისევ ძველის - ნაცადის ერთგულნი დავრჩეთ. სწორედ ამიტომ კომპანიები ჩვენს დასაინტერესებლად ახალ გზებს მიმართავენ.
ერთ-ერთი არის ერთი სახეობის ნაყინის განსხვავებული პრინტებით შეფუთვა, რათა მომხმარებელმა მისთვის საინტერესო ვიზუალის ძიება დაიწყოს. ამ ხერხს უკვე საქართველოშიც მიმართავენ მას შემდეგ, რაც აღნიშნული პრინტის საბეჭდი დანადგარი „კოლორ ჯგუფმა“ შემოიტანა.
ნაყინის წარმოებაში მსგავსი კონცეფციით შეფუთვის პიონერი „აგროჰაბი“ გახდა, რომლის ეკო-პროდუქტი მომხმარებელში მანამდეც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. როგორც „აგროჰაბში“ განმარტავენ, თავდაპირველად, კომპანია ერთგვარ ექსპერიმენტზე მიდიოდა, თუმცა საბოლოოდ,, ვანილისა და შოკოლადის ათასობით განსხვავებული შეფუთვა გამოვიდა, რომელმაც ჰიპერმარკეტის დახლები გაახალისა და კიდევ უფრო მეტად მიიქცია მომხმარებლის ყურადღება.
„მომხმარებელს ძალიან მოსწონს, გემოც იდეალურია, შეფუთვაც ძალიან ხარისხიანია და საკმაოდ საინტერესო მიგნებაა. კარგია, რომ კომპანიებს აქვთ ისეთი შესაძლებლობა, რაც აქამდე მხოლოდ უცხო ქვეყანაში იყო. თუ ჩვენთან მსგავსი ვიზუალის გაკეთება გინდოდა, უცხოეთში უნდა წაგეღო და იქ დაგებეჭდა. ახლა კი შესაძლებელია, თითოეული პროდუქტი ინდივიდუალურ შეფუთვაში მოაქციო“, - განმარტა „აგროჰაბის“ მარკეტინგის მენეჯერმა სალომე გველესიანმა.
გთავაზობთ როგორც „აგროჰაბის“, ისე უცხოური ბრენდების ნაყინის ორიგინალურ შეფუთვებს, რომელიც „პრინტერესტზეც“ ძალიან პოპულარულია: