დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სასაურსათო მაღაზია „ნიკორას“ 2 თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, სასურსათო მაღაზიამ უკვე მიიღო შესაბამისი ზომები.
„კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან, 22 არის საკონდიტრო „დონას“ კლასტერი, 7 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 4 შემოტანილი, აქედან 2 სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ხუთ შემთხვევაზე მიმდინარეობდა ეპიდემიოლოგიური კვლევა, ორი არის სწორედ ერთ-ერთი სასურსათო მაღაზიის თანამშრომელი. ეს მაღაზია არის „ნიკორა“, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს.
მაღაზიაში მთლიანად შეცვალეს იმ დღის პერონალი, გადაიყვანეს თვითიზოლაციაში და მიმდინარეობს კვლევები“,- განაცხადა გამყრელიძემ ტელეკომპანია „პირველთან“.
აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ „ნიკორაშიც“ დაუდასტურეს.