ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისის“ ვიზიტორი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, სასტუმრო „ოაზისში" მყოფ ყველა პირს PCR ტესტი ჩაუტარდება.
მათივე ცნობით, ინფიცირებული ქალის წყარო ცნობილია, იგი ქუთაისში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფი 5 ადამიანი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.
როგორც სასტუმროს მენეჯერმა განაცხადა, სასტუმრო ოაზისში 900-მდე ვიზიტორია რეგისტრირებული.