ბაზარზე ყვავილოვანი კომბოსტოს ჩიფსები გამოჩნდა

ბაზარზე ყვავილოვანი კომბოსტოს ჩიფსები გამოჩნდა. როგორც Fruit-inform-ი Freshplaza-ზე დაყრდნობით წერს, პრდუქტი ბრიტანულმა კომპანიამ Nudie Snacks გამოუშვა.

Coliflower Crisps-ის 40% შოტლანდიაში მოყვანილი ყავილოვანი კომბოსტოთი მზადდება, რომელსაც განსხვავებული არომატი აქვს. გარდა ამისა, დამატებულია ყველი და კარამელიზირებული ხახვი.

ახალი ჩიფსი ჯანსაღი საკვების პროპაგანდას ეწევა, ის არ შეიცავს საღებავს და ხელოვნურ არომატებს. ამასთან, შემადგენლობაში აქვს ნაკლები შაქარი და 40%-ით ნაკლები ცხიმითაა გაჯერებული, ვიდრე ტრადიციული კარტოფილის ჩიფსი.

ყვავილოვანი კომბოსტოს ჩიფსების 22 ტომარა შეიცავს მხოლოდ 118 კალორიას და შესაფერისია მათთვის, ვინც ვეგეტარიანელია ან სპეციალური დიეტა აქვს დანიშნული.

Nudie Snacks-ის დამფუძნებლის ტრეისი ჰოგარტის თქმით, მსგავსი საკვების წარმოება ამცირებს საკვებ ნარჩენებსაც. ამის მიზეზია ის, რომ ჩიფსი მზადდება ისეთი ყვავილოვანი კომბოსტოსგან, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ფორმისა და ზომის სტანდარტულ მოთხოვნებს.

ნინი ქეთელაური