საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, 200- ლარიანი დახმარება 91 000 ბავშვის მშობელს უკვე ჩაერიცხა.
მინისტრის თქმით, სავარაუდოდ, ერთ კვირაში მოხდება სრულად თანხების ჩარიცხვა ყველა დარეგისტრირებულისთვის.
"ამ ეტაპისთვის განაცხადი 857 000-ი ბავშვის შესახებაა გაკეთებული. ეს განაცხადები ყველა მივიღეთ თანხები უკვე გადარიცხულია ბანკებში. 91 000 ბავშვის მშობელს უკვე გადაერიცხა თანხა და ეს გაგრძელდება გეგმის შესაბამისად, ვვარაუდობთ, რომ ერთი კვირის განმავლობაში სრულად მოხდება თანხების ანაზღაურება “, - განაცხადა ტიკარაძემ.
ცნობისთვის, პირველ ეტაპზე შესულ განცხადებებზე ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა 1-ლი სექტემბრიდან დაიწყო. 18 წლამდე ასაკის ბავშვების სოციალური მხარდაჭერის პროგრამა 1-ელ დეკემბრამდე გაგრძელდება.
ამასთან, პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 18 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის ჩარიცხული თანხების, პირის საბანკო ვალდებულებების აღსასრულებლად ან სხვა აღსრულების მექანიზმისა და თუ ღონისძიებებისთვის გამოყენება არ მოხდება.
დეტალური ინფორმაცია 18 წლამდე ბავშვების ერთჯერადი 200 ლარიანი სოციალური დახმარების შესახებ იხილეთ ბმულზე .