მთავრობა სასტუმრო ბიზნესისთვის სესხის თანადაფინანსების პროგრამას ერთ წლამდე აგრძელებს

მთავრობა სასტუმრო ბიზნესისთვის სესხის თანადაფინანსების პროგრამას ერთ წლამდე აგრძელებს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„პირველი ნაბიჯი, რომელიც გადავდგით, ეს იყო ტურისტული სექტორის და სასტუმრო ბიზნესის მხარდაჭერა. გამოჩნდა, რომ ეს ნაბიჯი არ იყო საკმარისი და ჩვენ ამ კომპანიებს, რომლებიც ჩართულები არიან სასტუმრო ბიზნესში, სესხის თანადაფინანასების პროგრამა 3-დან 6 თვემდე გავუგრძელეთ. თუმცა ეს საკმარისი არ იყო. ამიტომ დღეს ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ სესხის თანადაფინანსების სუბსიდირების პროგრამა გავაგრძელოთ 6-დან 12 თვემდე. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა ჩვენს სექტორს დავუდგეთ გვერდით. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური მაჩვენებლები ოპტიმიზმის შესაძლებლობას გვაძლევენ, ტურიზმის სექტორი არის ის სექტორი, რომელიც ჯერ კიდევ წნეხის ქვეშაა. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ სექტორს მივეხმაროთ“, - განაცხადა გახარიამ.