მთავრობის მიერ დაანონსებული ინიციატივაში „იმუშავე დისტანციურად საქართველოდან“ მონაწილეობის სურვილი უკვე 200-ზე მეტი უცხოელმა გამოთქვა - ამის სესახებ ნათია თურნავამ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
„პროგრამამ უკვე საკმაოდ დიდი პოპულარობა დაიმსახურა. ამ ეტაპზე სხვადასხვა ქვეყნის 200-ზე მეტმა უცხოელმა მოგვმართა აპლიკაციით, რომელსაც ჩვენ ახლაც ვამუშავებთ. მინდა გითხრათ, რომ ძირითადი ქვეყნები, საიდანაც აპლიკაციები შემოდის, არიან ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია, სამხრეთ აფრიკა, კანადა, ახალი ზელანდია და სინგაპური“, - აღნიშნა თურნავამ
შეგახსენებთ, რომ პროგრამა „ იმუშავე დისტანციურად საქართველოდან“ მსოფლიოს 95 ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოდან დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას აძლევს.
ნოდარ სირბილაძე