საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტროს სტრატეგია, რომელშიც დონორი ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი სახსრების განაწილებაა წარმოდგენილი, მოსახლეობის ჯანდაცვაზეა მიმართული. მინისტრის განმარტებით, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი თანხა ინფრასტრუქტურაზე, PSR და სწრაფი ტესტების, ასევე სასუნთქი აპარატებისა და პირადის დაცვის საშუალებების შეძენაზე იხარჯება.
„ჯანდაცვის სამინისტროს აქვს ძალიან კონკრეტული სტრატეგია, სადაც დეტალურად არის გაწერილი ის, თუ საით მიიმართება სახსრები, რომლებიც ჩვენმა დონორმა ორგანიზაციებმა და ბანკებმა ჩვენთვის გამოყვეს. სტრატეგია მიმართულია საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისკენ და გულისხმობს შემდგეს, რომ აუცილებლად უნდა იყოს შეძენილი საკმარისი რაოდენობის გარკვეული ვადის მოცულობით როგორც PSR ტესტირების, ასევე სწრაფი ტესტები, პირადი დაცვის საშუალებები. ინფრასტრუქტურაზე გამოყოფილია კონკრეტული თანხა, ასევე მნიშვნელოვანი თანხებია გამოყოფილი ყველა იმ საჭირო სასუნთქ აპარატზე და მათ მოცულობაზე, რომელიც ერთობლივად განისაზღვრა მსოფლიო ბანკთან ურთიერთანამშრომლობის შედეგად. შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომლიც მსოფლიო ბანკთან ერთად უწევს მონიტორინგს და ასევე ჩართულია სპეციალური მსოფლიო ბანკის მექანიზმი, რომლითაც საქართველოს მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო აწარმოებს შემდეგ შესყიდვებს,“- განაცხადა ტიკარაძემ.