Wallis-ის შემდეგ საქართველოს ბაზარს კიდევ ორი საერთაშორისო ბრენდი ტოვებს

Wallis-ის შემდეგ საქართველოს ბაზარს კიდევ ორი საერთაშორისო ბრენდი ტოვებს. საუბარია, F&F-სა და Jennyfer-ზე. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ "რითეილ გრუპ ჯორჯიაში" განუცხადეს, ბრენდები ამჟამად სალიკვიდაციო ფასდაკლების რეჟიმში არიან, რის შემდეგაც მაღაზიები დაიხურება.

„რითეილ გრუპ ჯორჯიას“ განმარტებით, ეს არ უკავშირდება პანდემიას, გადაწყვეტილება ბევრად ადრე დადგა, ამ ბრენდების გლობალური სტრატეგიის ცვლილების შესაბამისად.

"ჩვენს ჯგუფში შემავალი რამდენიმე ბრენდი სალიკვიდაციო ფასდაკლების რეჟიმშია, რის შემდეგაც ეს ბრენდები დაიხურება (F&F, Jennyfer, Wallis). ეს გადაწყვეტილება არ უკავშირდება პანდემიას, გადაწყვეტილება ბევრად ადრე დადგა ამ ბრენდების გლობალური სტრატეგიის ცვლილების შესაბამისად. ეს ბრენდები ახალი საერთაშორისო ბრენდებით ჩანაცვლდება და ეს პროცესი გეგმის შესაბამისად განხორციელდება",- აცხადებენ "რითეილ გრუპ ჯორჯიაში".

ცნობისთვის, „რითეილ გრუპ ჯორჯია“ საქართველოში 35 ბრენდის 60-მდე მაღაზიას აერთიანებს.

ნინი ქეთელაური