გეოპოლიტიკური რისკების ფონზე რუბლი მკვეთრად უფასურდება

მოსკოვის ბირჟაზე რუსეთის ეროვნულმა ვალუტამ გუშინ საღამოს მნიშვნელოვანი გაუფასურება განიცადა ევროსთან და დოლართან მიმართებით. აღნიშნულის მიზეზი კი სერგეი ნავალნის „ნოვიჩოკით“ მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია გახდა.

საღამოსკენ 1 დოლარის ფასმა 75,34 რუბლი შეადგინა, რაც 1,76 რუბლით მეტია წინა ვაჭრობის დახურვის მაჩვენებელზე, ხოლო ევროს ფასი 1,53 რუბლით 89,19 რუბლამდე გაიზარდა.

რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ ოფიციალურად დადგენილი კურსის მიხედვით კი 3 სექტემბერს 1 დოლარი 73,85 რუბლი ღირს, ხოლო ევრო 87,73 რუბლი.

როგორც ანალიტკოსები აცხადებენ, რუბლის ვარდნა ევროსთან და დოლართან, დაკავშირებულია გეოპოლიტიკურ რისკებთან, კონკრეტულად კი ნავალნის მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან, რომელმაც შესაძლოა, გამოიწვიოს ახალი საქნციები რუსეთის წინააღმდეგ.

გარდა ამ ფაქტორისა, რუბლზე ასევე წნეხს ახდენს დასავლელი პოლიტიკოსების რეაქციები რუსეთის შესაძლო ჩართულობაზე ბელარუსში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისში.

კოკა კვირკველია