ავტომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Ford Motor-ი რეორგანიზაციის ფარგლებში გეგმავს მის ქარხნებში დასაქმებული 5%-ის გათავისუფლებას. რეორგანიზაცია ითვალისწინებს მის კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და მომგებიანობის გაზრდას.
Ford-ი გეგმავს დაახლოებით 1,4 ათასი ადამიანისთვის კომპენსაციის გადახდას და ამ გზით მათ გათავისუფლებას. ჯამში კომპანიას შტატებში დასაქმებული ჰყავს 30 ათასი ადამიანი.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ გასულ წელსაც დაითხოვა 7 ათასი თანამშრომელი, ევროპაში, სამხრეთ ამერიკაში და სხვა რეგიონებში, შტატებში კი შემეცირებაში მოჰყვა მხოლოდ 800 საშტატო ერთეული .
Ford-ი ისევე როგორც სხვა ავტომწარმოებელი, იძულებელი გახდა წარმოება შეეჩირებინა გაზაფხულზე, კორონავირუსის პანდემიის გამო. შედეგად კი კომპანიამ მეორე კვარტალში 1,9 მილიარდი დოლარით იზარალა.