Fitch-ის შემდეგ, უკვე მეორე სარეიტინგო სააგენტომ S&P-ის საქართველოს საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე უცვლელი დატოვა. ფაქტი ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ შეაფასა. მისი განმარტებით, მიუხედავად ნომინალური კლებისა, მშპ-სთან შედარებით, ინვესტიციები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ რეიტინგის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა BB კატეგორიის ქვეყნებს შორის, რომელსაც აქვს, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით.
„S&P-მა ისევე როგორც Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი, კიდევ ერთხელ დაადასტურა BB დონეზე. ამავე დროს, „Standard & Poor's“ -მა გაუმჯობესების პერსპექტივაც დადებითად შეაფასა. უკეთ რომ დავინახოთ, რას ნიშნავს საერთაშორისო საკრედიტო ორგანიზაციის მიერ სუვერენული რეიტნგის მინიჭება, საუბარი უნდა დავიწყოთ თავად პროცესზე, რომელიც საკმაოდ კომპლექსურია და მოიცავს სარეტინგო კომპანიის მიერ ქვეყნაში არსებული მაკროეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის დეტალურ შესწავლას და სკრუპულოზურ შეფასებას. აქ, გათვალისწინებულია ძალიან ბევრი ფაქტორი, რაც მოქმედებს ქვეყნის მდგომარეობაზე. ამ ანგარიშში, ერთმნიშნელოვნად ხაზგასმულია ის, რომ ქვეყანა, მიუხედავად პანდემიის შედეგად არსებული ძალიან მძიმე გამოწვევებისა, ინარჩუნებს სტაბილურობას.
რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს რეიტინგი ქვეყნის ინვეტორების დაინტერესების კუთხით. თავად ორგანიზაციაც, ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავს, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა BB კატეგორიის ქვეყნებს შორის, რომელსაც აქვს, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით, მშპ-სთან მიმართებით. მეტიც, საქართველოს, არა მხოლოდ რეგიონში გლობალურადაც აქვს ყველაზე მაღალი მაჩვენებლები და ინარჩუნებს ამ მაჩვენებლებს, მიუხედავად ნომინალური შემცირებისა. რაც განპირობებულია დიდი პროექტების დასრულებით. საქართველოში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, არის გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი “- განაცხადა ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“.