Macdonads-მა ავსტრალიურ Burger King-ს სასამართლოში უჩივლა

სწრაფი კვების ქსელმა Macdonads, Burger King-ის ავსტრალიურ წარმომადგელობას მას შემდეგ უჩივლა, რაც ამ უკანასკნელმა „ბიგმაკის“ მსგავსი პროდუქტი შექმნა.

როგორც Sydney Morning Herald იუწყება, Hungry Jack's-მა ბურგერი, სახელწოდებით Big Jack გამოუშვა, რომელიც Macdonalds-ის ოფისის აზრით, გარეგნულად და შემადგენლობით „ბიგმაკის“ მსგავსია.

Macdonalds-ის განმარტებით, „ბიგმაკის“ შემადგენლობაშია: ძროხის ხორცის ორი კოტლეტი, სპეციალური სოუსი, სალათის ფურცლები, ყველი, კიტრის მწნილი და ხახვი, ეს მაშინ, როდესაც, Big Jack-ის შედგება: ცეცხლზე შემწვარი 100%-ით ავსტრალიური ძროხის ხორცის კოტლეტი, მდნარი ყველი, სპეციალური სოუსი, სალათის ფურცლები, კიტრის მწნილი და ხახვი.

ავსტრალიურმა კომპანიამ ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა, რადგან დავა სასამართლოში მიმდინარეობს.

Macdonalds-ი ითხოვს ზარალის ანაზღაურებას და ყველა იმ რეკლამის ამოღებას, რომელიც Big Jack-ს შეეხება.

ნინი ქეთელაური