თიბისიმ იპოთეკური სესხების ახალი, გამარტივებული არხი შექმნა

პირველად საქართველოში, იპოთეკური სესხის მიღება კიდევ უფრო მარტივად, ციფრულადაა შესაძლებელი. ამის შესახებ თიბისიდან იუწყებიან.

მათი ინფორმაციით, ვებ-გვერდზე tbcmortgage.ge მომხმარებელი შეძლებს იპოთეკურ სესხთან დაკავშირებული მისთვის საჭირო ყველა საბანკო ოპერაციის შესრულებას, მათ შორის: თანხის მოთხოვნას სასურველი უძრავი ქონების შესაძენად;

თანხის მოთხოვნას რემონტისთვის ან უძრავი ქონების ასაშენებლად; ყველა არსებული იპოთეკური სესხის გაერთიანებას; სასურველი პაკეტის შექმნას, რომელიც მოიცავს: შეძენა/აშენება/გარემონტება/სესხების გადაფარვას;

სესხის კალკულატორით სარგებლობას და წინასწარ ყოველთვიური შენატანის დაანგარიშებას; წინასწარ იმის განსაზღვრას, რა რაოდენობის იპოთეკური სესხის აღება შეუძლია და სხვ.

პლატფორმის დახმარებით მომხმარებელს იპოთეკური სესხის წინასწარ დამტკიცება და 6 თვის მანძილზე სასურველი კომერციული ფართის, ბინის, აგარაკის მოძებნის და შერჩევის შესაძლებლობაც ექნება.

იპოთეკური სესხების გამარტივებული არხის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე - tbcmortgage.ge .

(R)