2020 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -0.02 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8 პროცენტი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ერთწლიან ჭრილში ყველაზე მეტად გაძვირებულია ხილი – 18%-ით, თევზეული 13,5%-ით, ზეთი და ცხიმი 11,9%-ით, რძე, ყველი და კვერცხი 11,7%-ით, პური და პურპროდუქტები – 9%-ით, ხორცი და ხორცის პროდუქტები 8,8%-ით.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 10 პროდუქტს, რომელიც აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა:
- წიწიბურა- 107.71%
- ვაშლი- 37.02%
- ნიორი - 31.53%
- მწვანილი - 30.23%
- ხმელი ლობიო - 29.13%
- თევზის კონსერვი - 28.99%
- შესქელებული რძე და რძის შემცველი პროდუქტები - 25.02%.
- მანის ბურღული - 23.64%
- ბოსტნეულის კონსერვი - 23.37%
- კივი - 23.7%