კუს ტბის საბაგირო გზა რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოების გამო, მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეზღუდვა 4 სექტემბერს, 09:00-დან 11:00 საათამდე იმოქმედებს.
როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თბილისის სატრანსპორტო კომპანია მგზავრებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, საბაგირო გზა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს.