თიბისი კაპიტალის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ადგილობრივი ტურიზმის ხარჯზე რეგიონისა და ზღვისპირეთის სასტუმროებში აგვისტოში დატვირთულობა გაზრდილია, უფრო კონკრეტულად, აგვისტოს ფაქტობრივი დატვირთლობა მსხვილ სასტუმროებში სხვა რეგიონებისთვის 24%-ს შეადგენდა, ზღვისპირეთისათვის 28%-ს და კახეთისთვის 39%-ს.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აგვისტოში თბილისის მსხვილ სასტუმროებში დატვირთულობამ მხოლოდ 4% შეადგინა.
რაც შეეხება სასტუმროში არსებულ ფასებს. დოკუმენტის მიხედვით, დიდ სასტუმროებში მთელი ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვანი ფასდაკლებები დაფიქსირდა.