სასტუმრო ბიზნესის ბრუნვა 49,6%-ით შემცირდა - როგორია სექტორში დასაქმებულთა ხელფასი

საქსტატის ინფორმაციით, მეორე კვარტალში დარგობრივ ჭრილში ყველაზე მეტი შემოსავალი ჰორეკა სექტორმა დაკარგა. ამ სექტორის ბრუნვამ 2020 წლის მე-2 კვარტალში 252 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 49,6%-ით ნაკლებია, 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე. ამავე დარგის ბრუნვა წინა პერიოდში 501.2 მლნ.-ს შეადგენდა.

ასევე, სექტორში შემცირებულია დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება. კერძოდ, 2020 წლის მეორე კვარტალში განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობით დაკავებული საწარმოებში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება 11%-ით შემცირდა. უფრო კონკრეტულად, 2020 წლის მეორე კვარტალში სექტორში დასაქმებულების საშუალო ხელფასი 823,8 ლარი იყო, მაშინ, როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 925 ლარს შეადგენდა.

კლება იყო დასაქმებულების რაოდენობის მხრივაც. კერძოდ, 2019 წლის მეორე კვარტალში სექტორში დასაქმებული იყო 38 690 ადამიანი, 2019 წელს კი 30 215. აქ კლება 22,6%-ს შეადგენს.