„მაგთიკომი“ თაღლითობის მცდელობასთან დაკავშირებით, მომხმარებლებს აფრთხილებს

„მაგთიკომი“ მომხმარებლებს თაღლითობის მცდელობასთან დაკავშირებით, აფრთხილებს. კომპანია მომხმარებლებს მოუწოდებს, მოერიდონ ნებისმიერ უცხო საერთაშორისო ნომერზე გადარეკვას.

„აბონენტთა საყურადღებოდ, დილიდან ფიქსირდება გამოტოვებული ზარები საერთაშორისო ნომრებიდან, ძირითადად ეთიოპიიდან, რომელთა საწყისი კოდია: 002519. ნუ დარეკავთ მითითებულ ნომრებზე, ეს თაღლითობის მცდელობაა, ნომერი საერთაშორისო მიმართულებისაა და გადარეკვის შემთხვევაში ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ თანხა. ნომრები უკვე დაბლოკილია, თუმცა სამომავლოდ გირჩევთ, თუ უცხოეთიდან ზარს არ ელოდებით, მოერიდოთ ნებისმიერ უცხო საერთაშორისო ნომერზე გადარეკვას, რათა არ დაზარალდეთ “,-აღნიშნულია განცხადებაში.